16 Jan
პროექტი Cap4Com, უნივერსიტეტსა და საწარმოებს/კომპანიებს შორის კავშირის გაღრმავება

Cap4com - CAPACITY FOR COMPETENCY  ამ  პროქტში ჩართვის იდეა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სრულ პროფესორსა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს , ბატონ ალექსანდრე ედიბერიძეს  გაუჩნდა. განაცხადი  შეავსო, კონკურსის მოგებას კი სამი წელი ელოდა, ყოველ წელს ახალ განაცხადს აქტიურად აგზავნიდა, მონდომებამ და სურვილმა კი შედეგი გამოიღო ,  მოლოდინი გამართლდა ,  მეოთხე წელს გაგზავნილ განცხადებაზე თანხმობა მიიღო.

2011 წელს მიღებული დასტური , საწყისი გახდა  საინტერესო სიახლებიის დანერგვის . ამავე წლის ოქტომბერში კი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  Tempus -ის პროექტი სახელწოდებით ,,სომხეთში საქართველოსა და უკრაინაში პროფესიული ტრენინგებით უნივერსიტეტების საწარმოებთან თანამშრომლობის გაღრმავება‘’ დაიწყო.
 პრაქტიკა  ,როგორც ვიცით  არის თეორის გამყარების უმნიშვნელოვანესი გზა, ამიტომ ,ორივე მათგანი მჭიდრო ურთიერთკავშირშია. თეორია პრაქტიკის გარეშე უპერსპექტვო მომავალია. ეს პროექტი კი აქტიური მხარდამჭერია თეორიასთან ერთად , უშუალოდ პრაქტიკული მეცადინეობების განხორციელების.

 


პროფ. ალექსანდრე ედიბერიძე

 

ალბათ  რთულია ვისაუბროთ პროექტზე , რომელიც უბრალო მკითხველისთვის შესაძლოა არც თუ ისე კარგად იყოს ცნობილი , ამიტომ აუცილებელია გავაცნოთ იგი.  პროექტმა    ბევრი სასიკეთო ინიციატივა დანერგა. Cap4com  არის Tempus ის პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის  მიერ სომხეთში, საქათველოსა და უკრაინაში. პროექტი   2011 წლის  15 ოქტომბერს დაიწყო და  2015 წლის 15 მარტს დასრულდება. ამ სამი წლის შეჯამება საკმაოდ ნაყოფიერია.

 

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იქნა მემორანდუმი გაფორმებული:   ,,ნიუსტარი’’  ,,აგრო-ბიზნეს კონსალტინგი ’’  ,,Rural Inverstment Support’’ ,,Karadeniz Technical University’’  ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება(ITCS)‘’, "HTS (High Tech Solutions)"  და სხვა    კომპანიებთან , სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულ განათლებას იღებდნენ.

 

Cap4com ის პრიორიტეტი უნივერსიტეტის წარმოებასთან კავშირების გაძლიერებაა პროფესიონალური ტრენინგების მეშვეობით , რომელსაც ევროქვეყნების -   გერმანიის , საფრანგეთის, ინგლისის უნივერსიტეტების ექსპერტები უძღვებიან, ხოლო კორდინატორი ბელგიის წამყავნი უნივერსიტეტია.  წარმოებასთან თანამშრომლობის გაძლერება თავისთავად გააძლიერებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს .სტუდენტებსა და მასწავლებლებს კი  ახალი , თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმარება.

 

 

 

პროექტმა ძირითად ამოცანად დაისახა ლექტორების დატრენინგება და მათ მიერ სტუდენტების გადატრენინგება.

 

პროექტს განსაკუთრებული მიზანი აქვს - სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება.  ამ პროექტის ბაზაზე შეიქმნა უნივერსიტეტის წარმოებასთან კავშირის ცენტრი, რომლის გახსნის თანავე ბიზნების ლაბორატორია ჩამოყალიბდა, სადაც  მართვის, ოპტიმიზაციის საკითხების დამუშავება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება.
 
საინფორმაციო ტექნოლოგიების გაჟღერებისთანავე  უნდა გავიხსენოთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ბიზნეს - ინჟინერინგის ფაკულტეტზე გაკეთებული  მედია პორტალი და პირველი სტუდენტური ინტერნეტრადიოს საჭირო ტექნიკით  აღჭურვა, სწორედ     ამ პროექტის  განვითარების კუთხით შეძენილი იქნა მაუწყებლობისთვის აუცილებელი ინვენტარი. მსგავსი ხელშეწყობა განსაკუთრებული მაგალითია საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. მან საშუალება მისცა თეორია შესწავლილ სტუდენტებს, თავიანთი აქტიური პროფესია  პრაქტიკული გამოცდილებით საკუთარ უნივერსიტეტშივე  გაემყარებინათ.ამ ყოველივემ სასწავლო პროცესის წინსვლა და შედეგად,  სტუდენტების

 

 

 

კომუნიკაცია - ყველგან და ყოველთვის მნიშვნელოვან  როლს თამაშობს, განსაკუთრებით წარმოებებსა და განათლებას შორის .კავშირის დამყარება მნიშვნელოვანი ფაქტორია რაიმე ხარისხიანის შექმნის.  Cap4com -ის  შორმჭვრეტელი  მნიშვნელოვანი საყრდენი და მიზანი   საწარმოო კომპანიებსა და უნივერსიტეტებს შორის ახლო კავშირის დამყარებაა. სასწავლო - სამეცნიერო პროცესების ოპტიმიზაცია და მართვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. განათლებას იღებ უნივერსიტეტში და იყენებ საწარმოო კომპანიაში, კომპანია კი მისთვის კარგად მომზადებულ კადრს იღებს . ეს ფაქტორები  ორივე მათგანს  სანდოობის განცდას უყალიბებს.  კარგად მომზადებული , დატრენინგებული ლექტორის მიერ გადამზადებული კადრი,  ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და  ხარისხზე  ორიენტირების საწინდარია.

 

 

 

შესაძლოა ვინმემ ეჭვის თვალით შეხედოს ჩვენს ამდენ მონაყოლს, გაგონილს ნანახი ჯობიაო,  ამიტომაც, გასამტკიცებლად კარგი მაგალითია Cap4com მიერ პირველი - საფრანგეთ\ბელგიის მოდელი ,სადაც სტუდენტებს დიპლომთან ერთად სპეციალური სერთიფიკატი ეძლევათ ,რომელიც  დანართს წარმოადგენს. ამ სერთიფიკატს კი სტუდენტი სხვადასხვა სპეციალობის სწავლის შემდეგ იღებს. ყოველწლიურად ცენტრი მრავალი გარე ორგანიზაციის დაკვეთას იღებს,მათგან მიღებული დაფინანსება კი სტუდენტების სტიპენდიებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ხმარდებათ.  კონტრაქტის საფუძველზე ორგანიზაცია ვალდებულია ჩარიცხოს გარკვეული თანხა იმ შემთხვევაშიც ,როდესაც კადრების მიმდინარე მომზადება არ ხდება . ეს პროცესი დინამიკაში ვითარდება და მთლიანად დამოკიდებულია საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნაზე.

 

მეორე მოდელს კი ინგლისისა და გერმანიის უნივერსიტეტები  წარმოგვიდგენენ, სადაც თვითონ უნივერსიტეტებში არსებულ გამოყენებით კვლევით ინსტიტუტებს გააჩნიათ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ,რომელიც გარე დამკვეთი ორგანიზაციებიდან  გამოიყოფა. თანხები შიდა საუნივერსიტეტო სტრატეგიის განსახორციელებლად გამოიყენება, რაც გამოიხატება ,,Start –Up'' კომპანიების ,ბიზნეს-ინკუბატორების, ტექნოცენტრების, ტექნოპარკების ჩამოყალიბებაში ,სადაც სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად  პრაქტიკულად ახორციელებენ სხვადასხვა პროდუქციის მომზადებასა და გამოშვებას.
ორივე მოდელის გამოყენების  დროს უნივერსიტეტის მენეჯმენტი იყენებს სტუდენტების აქტიური წახალისებისთვის სიგელებს,სხვადასხვა ღონისძიებებს  და ფულად ჯილდოებს.
 
მართალია, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ეს პროგრამები ასე აქტიურად და წარმატებით დანერგეს ჩვენ შორს ვართ ,მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ პროქტში ჩართვა, საკმაოდ ბევრ საწარმოსთან ურთიერთკავშირის დამყარება, სტუდენტების მონდომებისა და ჩართულობის გამოღვიძება, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და  პრაქტიკული მეცადინეობების დანერგვა. ეს უკვე დიდი საქმეა ...  საქმე,  რომელიც უფრო განვითარებადი ხდება ყოველდღოურად.

 

 

მ.აბუაშვილი