ტრადიცია რომელიც არ კვდება
- მარიამ კვინჩია
- 1 day ago
- 2 min read
აღდგომა, ეს არის ქრისტიანული დღესასწაული,რომელსაც მთელი მართლმადიდებული სამყარო ავღნიშნავთ.იგი არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის და ხალხიც სხვადასხვა რელიგიური თუ ხალხური ტრადიციების დაცვით აღნიშნავს,როგორებიცაა წითელი კვერცხის შეღებვა,აღდგომის ლიტურგია,საზეიმო სუფრა, დიდმარხვა,რომელიც აღდგომამდე შვიდი კვირით ადრე იწყება.
ყოველი რეგიონი სხვადასხვა წესჩვეულებებით და ტრადიციებით აღნიშნავს ამ დღეს.იხსენებენ ძველ ტრადიციებს,იმ ტრადიციებს რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და აქამდის მოვიდა.მათი მოვალეობაც კი ,სწორედ ამ ტრადიციების შენარჩუნება და დაცვაა.
საინტერესოა საქართველოს რეგიონების აღდგომის ტრადიციები,განსაკუთრებით სამეგრელოსი,მართალია თითოეული კუთხის ტრადიცია საინტერესოა და თავისებურად უნიკალურია, თუმცა ხაზს გავუსვამდი სამეგრელოს. მის წესჩვეულებებსა და ტრადიციებს.სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ,კერძოდ, ხობის რაიონ სოფელ ხამისკურში ჯერ ყველაფერი ბუნების გამოღვიძებით იწყება.სუსხიანი ზამთრის შემდეგ გამოიზაფხულებს და არემარე კვლავ ყვავდება, ყვავილდება და ივსება ფერებით.თითქოს არაემარეც ემზადება აღდგომის დღესასწაულისთვის.ირგვლივ ყველაფერი გამწვანებულია.მდელო სავსეა ყვითელი ბაიებით,რომელიც სიმბოლურია. იგი ყოველი აღდგომის მოახლოებისთანავე ამოდის და ქმნის სააღდგომო განწყობას.
გარემოსთან ერთად ხალხიც საგულდაგულოდ ემზადება ამ დღისთვის.სოფელში იწყება სააღდგომო მზადება .პირველრიგში მზადება ეზოს გაწმენდით და დალაგები იწყება.მამაკაცები აკეთებენ მძიმე საქმეებს თიბავენ ეზოს ,ქალები კი გვავენ.ქალის როლი დიდია, მათ მთელი დღე უწევთ სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მზადება.ნუ ეს ყველა რეგიონში ასეა ,ქალებია არიან ძირითადად დიასახლისები.
ერთ-ერთ ჩვეულებრივ მეგრულ ოჯახში სააღდგომო პარასკევის დილა იწყება კერძების კეთებით.დიასახლისი დილას ადრე დგება,რადგან იცის წინ ბევრი საქმე აქ. დიალს იწყებს ტრადიციული კერძების კეთებით ,რომლის პროცესიც საღამომდე გრძელდება. დიასახლის კი საღამოსთვის უკვე გაკეთებული აქვს კერძები ,როგორებიცა: საცივი ,მეგრული ხაჭაპური ,ელარჯი, სალათები და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი პასკა.იდეალური პასკის გამოცხობას ცალკე რეცეპტი და გამოცდილება სჭირდება,რაშიც დიასახლისი გამოცდილია და ძალიან კარდაგ იცის .
სამეგრელოში აღგომის კვერცხის შეღებვას უძველესი და სიღრმისეული ტრადიცია უკავშირდება .კვერცხები იღებება პარასკევს მზის ჩასვლამდე და მათი შეღებვა ხდება ტრადიციულად ხახვის ქერქით.ეს მეთოდი განსაკუთრებულია,რადგან ბუნებრივად მიიღება ღრმა მოწითალო ფერის კვერცხი.აქაც ვაწყდებით კვერცხის გაფორმების სხვადასხვა ტრადიციას.მაგალითად, დიასახლისი იღებს ბაიებს ყვავილს ან მწვანილის ფოთლებს და ნაჭერში ახვევს კვერცხთან ერთად. კვერცხის მოხარშვის შემდეგ, ფოთლებისა და ყვავილის ფორმა კვერცხზე ლამაზი ორნამენტივით აისახება.
აღდგომის დილა იწყება ტრადიციულად კვერცხების ,,ჭახუნით“,ვინ ვის კვერცხს გატეხს.ვინც გატეხს ის გამარჯვებულად და იღბლიანად მიიჩნევა.ბავშვებს განსაკუთრებით უხარიათ ეს პროცესი.ისინი იკრიბებიან და ჩამოყვებიან სოფლის გზებს, ულოცავენ ოჯახებს აღდგომას, ტეხავენ კვერცხებს. საპასუხოდ მასპინძელი ოჯახი ურიგებს კვერცხებს და ტკბილეულობებს. ბავშვები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი ტკბილეული ექნება შეგროვებული.
,,ყველა სტუმარიღვთისა’’,ეს ხალხური გამონათქვამია, რომელიც სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში განსაკუთრებით აღდგომისას კარგად ჩანს ამ გამონათქვამის მნიშვნელობა.სტუმარს დიდი პატივისცემით ხვდებიან და მასპინძლობენ. არ აქვს მნიშვნელობა დაპატიჟებულია თუ არა, ის დიდი პატივით მიღება და საგულდაგულოდ უმასპინძლდებიან.ასევე ოჯახებიც გულითადად ეპატიჟებიან სტუმრებს, რომლეთაც მათთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნა სურთ.სტუმარს უმასპინძლდებიან ღვინით ,პასკით, კვერცხით ყველაფრით რაც გააჩნიათ.

აღდგომისს ტრადიციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ,,სამარობა“ მიცვალებულთა დღე ,როცა ოჯახები მიდიან თავიანთი გარდაცვლილი ახლობებისა და ნათესავების სასაფლაოებზე, რათა გაიხსენონ და პატივი მიაგონ მათ ხსოვნას .ოჯახის წევრებს სასაფლაოზე ააქვთ კვერცხები, რომლებსაც გადაგორებენ მიცვალებულის საფლავს. ასევე ღვინოს, ასხამენ მიცვალებულის საფლავს და იტყვიან მეგრულად ,,ღორონთ გოჩხონუას“,რაც ქართულად ნიშნავს ,,ღმერთმა გაცხონოს“.საფლავზე მიაქვთ ის კერძები, რომლებიც მიცვალებულს უყვარდა. ასე იტყვიან მეგრულად ,,მიართე“ ანუ ,,მიუვა“ ,,შეეწევა“.ასევე აკეთებენ საფლავის კურთხევას ამოყავთ მღვდელი,რომელსაც აკურთხებინებენ სასაფლაოს.
სასაფლაოზე მიტანილი სხვადახსვა საჭმელს იქ ტოვებენ ხოლმე და ვისაც არ აქვს საჭმელი შედიან სასაფლაოზე და იღებენ ან ზოგჯერ საერთოდაც არ ტოვებენ სასაფლაოზე და აძლევენ მათ ვისაც სჭირდებათ.
აღდგომა არამარტო უდიდესი რელიგიური დღესასწაულია ,არამედ იმ ტრადიციების გამოხატულება და გათვალისწინება, რომლებიც თაობებს გადაეცემოდა და გადაეცემა კიდეც
留言